Saturday, November 10, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

     ტრენინგის   ბოლო   დღეს    შევაჯამეთ  განვლილი  მასალა,  გავიხსენეთ    ყველა  მნიშვნელოვანი  დეტალი.  მოვისმინეთ   ტრენინგის   მონაწილეთა   პროექტების   პრე-
ზენტაცია,  მივეცით   ერთმანეთს   უკუკავშირი.
     მადლობა   ქალბატონ   შორენა   ბადურაშვილს   დაუზარებელი,   ენერგიული  მუშაობისათვის.  თქვენ  საუკეთესოთა   შორის   საუკეთესო,  პროფესიონალი    ტრენერი  ბრძანდებით!
     ტრენინგის   ყველა   მონაწილეს   ვუსურვებ   წარმატებას!

მერვე დღის რეფლექსია

      სახელმძღვანელოში  გავეცანით  ფასილიტაციის  ტექნოლოგიებს,  ვიმუშავეთ  ფასილიტაციის  რესურსის  შექმნაზე.  შევისწავლეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  სასწავლო  პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად.  განვიხილეთ  ფასილიტაციის  ნიმუშები  და  სტრატეგიების  მაგალითები.  ვისწავლეთ  ელექტრონული  კითხვარის  მომხადება,  გაზიარება,  ბლოგზე  გვერდების  დამატება,  ჩვენი  საქაღალდეები  ავტვირთეთ  დისკზე,  დავასრულეთ  პროექტის  გეგმა. 

Sunday, November 4, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

         გავიხსენეთ   წინა  ტრენინგზე  განხილული  საკითხები.   განვიხილეთ  მე-6  მოდული,   განსაკუთრებული  ყურადღება  გამახვილდა  დიფერენცირებულ  სწავლებაზე,  შევავსეთ  შესაფერისი  გრაფები  გეგმაში.  მოსწავლეთა  საჭიროებების  გათვალისწინებით  შევქმენით  პრეზენტაციის  დამხმარე  შაბლონი,  გამოვიყენეთ  ტრენერის  პრაქტიკული  რჩევები,  ჩვენი  პრეზენტაცია  და  გეგმა  ავტვირთეთ  ბლოგზე.

Saturday, November 3, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგზე  ვიმუშავეთ  მოსწავლეთა  ნამუშევრების  სლაიდებზე,  განვიხილეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომები.  სახელმძღვანელოში  ვიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკებზე.  დავამუშავეთ  და  შევინახეთ  საქაღალდეში.  ვისაუბრეთ  მულტიმედიური  პრეზენტაციის  შეფასების  ფორმაზე,  შევქმენით  არჩეული  თემიდან  გამომდინარე  შეფასების  რუბრიკები.

Saturday, October 27, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

     ტრენინგზე  საინტერესოდ  წარიმართ. მუშაობა.  განვიხილეთ  ინტერნეტი  არა  მარტო  როგორც  საკომუნიკაციო  საშუალება,  არამედ  როგორც  რესურსი.  გავეცანით  საავტორო  უფლებების  დაცვას,  მოვიძიეთ  პროექტისათვის  საჭირო  სურათები,   შევავსეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  მარტივი  ფორმა,  გავეცანით  მეოთხე  მოდულის  ფარგლებში  მოსწავლეთა  პრეზენტაციის  ნიმუშებს.  ვიმუშავეთ  წყვილებში  და  ერთმანეთს   მივეცით  უკუკავშირი.

Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

      ტრენინგი  იყო  საკმაოდ  დატვირთული  დ  ნაყოფიერი.   განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები  და  ინსტრუმენტები,  რომლებიც  მოვარგეთ  ჩვენს  საპროექტო  თემებს,   .ვიმუშავეთ power point-ში.  მივიღეთ  დავალება,  გავაკეთოთ  შერჩეული  საპროექტოო  თემის  მოკლე  შინაარსი.

Saturday, October 20, 2018

მესამე დღის რეფლექსია

     მესამე  დღის  ტრენინგის  დაწყებისას  გავიხსენეთ  წინა  დღის  ტრენინგზე  განვლილი  მასალა/. განვიხილეთ  ჩვენი  საპროექტო  თემების  სტანდარტები  და  ინდიკატორები .  ვიმსჯელეთ  მათს  შესაბამისობაზე,  რომლებიც  გადავიტანეთ  ჩვენს  გეგმაში.  ასევე  ვიმუშავეთ  საპროექტო  თემების  მიმართულების  მიმცემ   საკვანძო კითხვებზე:

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა  გვიწყობს  ხელს  წარმატების  მიღწევაში?
თემატური კითხვები

რა  როლი  აქვს  თანამედროვე  ტექნოლოგიებს  და  ბეჭდურ  მედიას  ადამიანის  განვითარებაში?.
შინაარსობრივი კითხვები
რამდენად  მნიშვნელოვანია  წიგნი  და  კომპიუტერი ადამიანის  განვითარებისათვის?
რა  არის  წიგნი  და  რისგან  მზადდება  იგი?
რა  ზიანის  მიყენება  შეუძლია  დაძველებულ  წიგნს  ადამიანისათვის?
როგორ  ეხმარება  კომპიუტერი  ადამიანს  ცხოვრების  აღქმაში?
რა  რისკები  არსებობს  კომპიუტერის  არამიზნობრივი  გამოყენების  შემთხვევაში?