Saturday, October 27, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

     ტრენინგზე  საინტერესოდ  წარიმართ. მუშაობა.  განვიხილეთ  ინტერნეტი  არა  მარტო  როგორც  საკომუნიკაციო  საშუალება,  არამედ  როგორც  რესურსი.  გავეცანით  საავტორო  უფლებების  დაცვას,  მოვიძიეთ  პროექტისათვის  საჭირო  სურათები,   შევავსეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  მარტივი  ფორმა,  გავეცანით  მეოთხე  მოდულის  ფარგლებში  მოსწავლეთა  პრეზენტაციის  ნიმუშებს.  ვიმუშავეთ  წყვილებში  და  ერთმანეთს   მივეცით  უკუკავშირი.

Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

      ტრენინგი  იყო  საკმაოდ  დატვირთული  დ  ნაყოფიერი.   განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები  და  ინსტრუმენტები,  რომლებიც  მოვარგეთ  ჩვენს  საპროექტო  თემებს,   .ვიმუშავეთ power point-ში.  მივიღეთ  დავალება,  გავაკეთოთ  შერჩეული  საპროექტოო  თემის  მოკლე  შინაარსი.

Saturday, October 20, 2018

მესამე დღის რეფლექსია

     მესამე  დღის  ტრენინგის  დაწყებისას  გავიხსენეთ  წინა  დღის  ტრენინგზე  განვლილი  მასალა/. განვიხილეთ  ჩვენი  საპროექტო  თემების  სტანდარტები  და  ინდიკატორები .  ვიმსჯელეთ  მათს  შესაბამისობაზე,  რომლებიც  გადავიტანეთ  ჩვენს  გეგმაში.  ასევე  ვიმუშავეთ  საპროექტო  თემების  მიმართულების  მიმცემ   საკვანძო კითხვებზე:

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა  გვიწყობს  ხელს  წარმატების  მიღწევაში?
თემატური კითხვები

რა  როლი  აქვს  თანამედროვე  ტექნოლოგიებს  და  ბეჭდურ  მედიას  ადამიანის  განვითარებაში?.
შინაარსობრივი კითხვები
რამდენად  მნიშვნელოვანია  წიგნი  და  კომპიუტერი ადამიანის  განვითარებისათვის?
რა  არის  წიგნი  და  რისგან  მზადდება  იგი?
რა  ზიანის  მიყენება  შეუძლია  დაძველებულ  წიგნს  ადამიანისათვის?
როგორ  ეხმარება  კომპიუტერი  ადამიანს  ცხოვრების  აღქმაში?
რა  რისკები  არსებობს  კომპიუტერის  არამიზნობრივი  გამოყენების  შემთხვევაში?

Sunday, October 14, 2018

მეორე დღის რეფლექსია

   ტრენინგზე  გავიხსენეთ  წინა  სამუშაო  დღის  განვლილი  საკითხები.  მსმენელებმა  წარმოადგინეს  საპროექტო  თემები  და  მიზნები.  განსაკუთრებული  ყურადღება  გამახვილდა  იმაზედ,   თუ  რა  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  ბუკლეტების  შექმნას  როგორც  მოსწავლეებისათვის,  ასევე  მშობლებისათვის.  ვიმუშავეთ  ვორდში.  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  ეროვნულ  სასწავლო  გეგმას ,  რომელიც  გამოგვადგება  შემდგომ  მუშაობაში.  სამუშაო  დღით  კმაყოფილი  ვარ.

Saturday, October 13, 2018

პირველი დღის რეფლექსია

     განვიხილეთ  პირველი  მოდულის  რამდენიმე  აქტივობა,რაც  ჩემთვის  საინტერესო  იყო.  შევქმენით  საქაღალდეები  პორტფოლიოსათვის,  შევქმენით  აგრეთვე   ბლოგები  და კარგად  ვიმუშავეთ  ელექტრონულ  ფოსტაზე  .მეორე  სამუშაო  დღისათვის  მივიღეთ  დავალება,  წარმოვადგინოთ  საპროექტო  თემა.  პირველი  სამუშაო  დღით  კმაყოფილი  ვარ.  სიახლეებს  ჩემს  პრაქტიკაში  დავნერგავ,  რომ  მივაღწიო  უკეთეს  შედეგებს.