ტრენინგის ბოლო დღეს შევაჯამეთ განვლილი მასალა, გავიხსენეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრე-
ზენტაცია, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
მადლობა ქალბატონ შორენა ბადურაშვილს დაუზარებელი, ენერგიული მუშაობისათვის. თქვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო, პროფესიონალი ტრენერი ბრძანდებით!
ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას!
Saturday, November 10, 2018
მერვე დღის რეფლექსია
სახელმძღვანელოში გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე. შევისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და სტრატეგიების მაგალითები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომხადება, გაზიარება, ბლოგზე გვერდების დამატება, ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ დისკზე, დავასრულეთ პროექტის გეგმა.
Sunday, November 4, 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხები. განვიხილეთ მე-6 მოდული, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიფერენცირებულ სწავლებაზე, შევავსეთ შესაფერისი გრაფები გეგმაში. მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი, გამოვიყენეთ ტრენერის პრაქტიკული რჩევები, ჩვენი პრეზენტაცია და გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე.
Saturday, November 3, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრების სლაიდებზე, განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. დავამუშავეთ და შევინახეთ საქაღალდეში. ვისაუბრეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმაზე, შევქმენით არჩეული თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.
Subscribe to:
Posts (Atom)